რა შეიძლება ამხილოს მამხილებელმა?
საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევა, რომელმაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს საჯარო ინტერესს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების რეპუტაციას.
ვინ შეიძლება იყოს მამხილებელი?
მამხილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მათ შორის, მოხელე ან ყოფილი მოხელე.
მხილების შესახებ ვის შეიძლება მიეწოდოს ინფორმაცია?
შესაბამისი საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის ან/და სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, გამომძიებელს, პროკურორს ან/და საქართველოს სახალხო დამცველს.
მხილების შესახებ ვის შეიძლება მიეწოდოს ინფორმაცია, თუ მხილება მიმართულია საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის ან/და სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფში დასაქმებული პირის მიმართ?
თუ მხილების განცხადება მიმართულია საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის ან/და სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლის წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ხოლო თუ მხილების განცხადება ეხება სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს.
სად შეიძლება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მხილება?
თუ მხილების განცხადება მიმართულია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ზემდგომ თანამდებობის პირს.
რა საშუალებებით შეიძლება მხილების განხორციელება?
მხილება შეიძლება განხორციელდეს წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.mkhileba.acb.gov.ge) მეშვეობით ან სხვა საშუალებით.
www.mkhileba.acb.gov.ge-ის საშულებით მხილების განსახორციელებლად დააჭირე აქ.
მხილების დროს აუცილებელია თუ არა მამხილებლის ვინაობის გამჟღავნება?
მხილება შეიძლება იყოს ანონიმური, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მამხილებლის მიერ წერილობით გამოხატული ნება მისი ვინაობის გამჟღავნებასთან დაკავშირებით.
რა სახის დაცვის გარანტიებით სარგებლობს მამხილებელი?
მამხილებელი სარგებლობს სამართლებრივი დაცვის გარანტიებით. იგი დაცულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გაუარესებისაგან. დაუშვებელია მამხილებლის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ნებისმიერი უკანონო ქმედების განხორციელება და ასევე მამხილებლის მიმართ ადმინისტრაციული ან სამოქალაქო სამართალწარმოების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, აგრეთვე მის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენება.
მხილების ფაქტთან დაკავშირებით გამოიყენება თუ არა დაცვის სპეციალური ღონისძიებები?
მამხილებლის, მისი ახლო ნათესავის ან მხილების მოწმის დასაცავად შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიები.
რა შემთხვევაში არ სარგებლობს მამხილებელი დაცვის გარანტიებით?
მამხილებელი დაცვის გარანტიებით სარგებლობს განურჩევლად იმისა, მხილების შედეგად გამჟღავნებული ინფორმაცია სწორია თუ მცდარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: